შპს “პორტალი“-ს ნავთობ - ტერმინალი მდებარეობს: გარდაბნის რაიონ სოფელ ვაზიანში, რომელიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და განთავსებულია 2,5 ჰა-ზე. ტერიტორია სრულად აღჭურვილია თანამედროვე კონსტრუქციებით. ნავთობ-პროდუქტების ავზების სრული მოცულობაა 21 000 ტონა.
ნავთობ-ტერმინალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გაცემის წარმადობა 1 სთ-ში დაახლოებით 400 მ 3 - ია, ტერიტორიაზე მოწყობილია 400 მეტრიანი საკუთარი სარკინიგზო ჩიხი, რომელსაც შეუძლია 9 (ცხრა) ერთეული ვაგონ-ცისტერნის მიღება-გაცემა 2 სთ-ში. საავტომობილო გაცემისათვის აღჭურვილია 8 (რვა) ერთეული დამოუკიდებელი გამშვები.
უმაღლეს სტანდარტზეა დაცული უსაფრთხოების ნორმები: ხანძარსაწინააღმდეგო საფრქვევებითა და რეზერვუარების გაგრილების სისტებით, სრულად ავტომატიზირებულია ელ-გაყვანილობა, სარეზერვუარო პარკი მოპირკეთებულია ბეტონით, განთავსებულია დაღვრის შემთხვევაში გამწმენდი ნაგებობები, ასევე რეზერვუარებზე განთავსებულია მავნე ნივთიერებათა გამწმენდი მოწყობილობები.ეს ის მცირერიცხვოვანი ჩამონათვალია, რომელსაც უამრავი მაღალხარისხიანი და უახლესი მოდელების, სხვა და სხვა დეტალი უკავშირდება.
ნავთობბაზა აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს.
ობიექტზე ამჟამად დასაქმებულია - 30 ადამიანი. მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას გეგმის მიხედვით და კადრების დამატებას.