ტალონის შეკვეთა
ბარათის შეკვეთა
სადგურები
+995 32 2 18 00 12
სიახლეები
რეზერვუარების მონტაჟი

სიახლეები

რეზერვუარების მონტაჟი

რეზერვუარების მონტაჟი

    თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კომპანია მზად არის საკუთარი აგს სისტემისთვის, რომელიც დაგეხმარებათ საწვავის ზუსტი, კონტროლირებადი სისტემის  ჩამოყალიბებაში,  მაშინ პორტალის შემოთავაზება თქვენთვის საუკეთესოა. ვინაიდან ჩვენ  გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის მოძრავი აგს-ების (რეზერვუარების) უფასოდ ადგილზე მიტანასა და მონტაჟს,  გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.


   მოძრავი აგს წარმოადგენს რეზერვუარისა და საწვავის მარიგებელი სვეტის ერთიან კონსტრუქციას, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და  ციფრული კონტროლის ორმაგი მექანიზმით (როგორც  რეზერვუარზე, ასევე საწვავის მარიგებელ სვეტზე )

 ტექნიკური აღწერა;
აგს-ები აღჭურვილია  ტექნიკური და უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებებით:

  • GPS ტრეკერი
  • საწვავის სენსორული მზომი
  • ცეცხლმაქრი
  • ელ-ენერგიის ავტომატური ამომმრთველები


საწარმოოდეტალები;
აგს-ების კონტსრუქციისა და რეზერვუარების დასამუშავებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავების 4-5 ფენა რაც ლითონის კონსტრუქციის მრავალწლიანი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა
მონიტორინგი;

GPSტრეკერისა და სენსორული მზომის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ონლაინ კონტროლი განახორციელოს რეზერვუარში არსებულ საწვავის დონესა თუ გაცემულ რაოდენობებზე მონტორინგის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერიოპერაციული სისტემიდან ვებ
მოდიფიცირება;
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემის სრულად მორგება სპეციფიურ მოთხოვნებზე.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი საბარათე სისტემის გამართვა და შესაბამისი პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა.

01-06-2018